სხვა დაბალი ან მაღალი: წნევის განსაზღვრის მარტივი გზა არტერიული წნევის გამზომი აპარატის გარეშე 2020, 2 მარტი, 11:20 ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი- გულის შეტევა ან ინსულტი, მყარად ინარჩუნებენ ლიდერობას სიკვდილის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს 30-50 წლის განმავლობაში ვითარების შეცვლა ნაკლებ სავარაუდოა: სწორედ გულისა და სისხლძარღვების პრობლემების გამო მოხვდებიან ადამიანები ყველაზე ხშირად საავადმყოფოში. მთავარი იმ სიმპტომებს შორის, რომელიც გაფრთხილებთ იმის თაობაზე, რომ დროა ყურადღება მიაქციოთ გულის და სისხლძარღვების მდგომარეობას, არის მაღალი წნევა.ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, 40 წლის შემდეგ ხშირად გადავიმოწმოთ წნევის მაჩვენებელი და მივმართოთ ექიმს მაშინვე, თუ მაღალი წნევა რამდენიმე დღე გვინარჩუნდება.რა თქმა უნდა, უმჯობესია არტერიული წნევა ვაკონტროლოთ ტონომეტრის დახმარებით. მაგრამ, თუ ხელსაწყო ხელთ არ გვაქვს, შესაძლებელია ვისარგებლოთ რამდენიმე გამოცდილი ხერხით - საშუალებით, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ წნევის მდგომარეობა.
სიმპტომებიმაღალი და დაბალი წნევა განსხვავებულად მოქმედებს ორგანიზმზე. მაღალი წნევისას დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:... პულსირებადი ან შემბოჭველი ტკივილი საფეთქლების არეში;... კიდურების კანკალი;... სახის წითელი ფერი;... მომატებული გულისცემა;... მომატებული აღზნება და შფოთის შეგრძნება;... სისხლდენა ცხვირიდან;... განმეორებადი გულისრევის შეგრძნება და ღებინება.დაბალი არტერიული წნევა შემდეგი სიმპტომებით შეიძლება განსაზღვროთ
... შემბოჭველი თავის ტკივილი კეფის ნაწილში;... ძლიერი თავბრუსხვევა;... ძლიერი სისუსტე;... ძილი;... სიფერმკრთალე;... ერთჯერადი პირღებინება.როგორ გავიზომოთ წნევა ტონომეტრის გარეშეთუ ხელთ არ გაქვთ სპეციალური ხელსაწყო, შეგიძლიათ წნევა გაიზომოთ საკმაოდ მაღალი სიზუსტით პულსის გაზომვის დახმარებით.
ამისთვის, დაჯექით მოხერებულად ისე, რომ ზურგი ეყრდნობოდეს სკამს ან სავარძელს. გაზომვისთვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი არტერია, რომელზეც მარტივად იგრძნობა პულსი. მაგრამ ყველაზე ხშირად ამას მაჯაზე აკეთებენ.როგორც კი იგრძნობთ პულსს, უნდა დააწვეთ არტერიას ისე, რომ შეწყდეს პულსაცია: რაც მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, მით უფრო მაღალია წნევა. თუ პულსირება ჩერდება მსუბუქი დაჭერისას, მაშინ წნევა ძალიან დაბალია. გისურვებთ ჯანმრთელობას :-). იხილეთ ასევე:
789 7-ს მოსწონს
|